
დეკორი, დიზაინი და ფლორისტიკა
დეკორი, დიზაინი და ფლორისტიკა
„ Laka Event Company “ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ღონისძიების ვიზუალურ მხარეს, რადგან სწორად შექმნილი სივრცე ღონისძიების განწყობასა და სტილს განსაზღვრავს.
ჩვენ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით — ვქმნით ერთიან კონცეფციას, რომელიც აერთიანებს დეკორს, დიზაინსა და ფლორისტიკას და სრულად შეესაბამება ღონისძიების ფორმატს, თემატიკასა და დამკვეთის სურვილებს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- ღონისძიების დიზაინისა და კონცეფციის შექმნას;
- სივრცის სტილისტურ დაგეგმვას;
- დეკორაციისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევას;
- ყვავილებითა და მცენარეებით გაფორმებას;
- ფლორისტული კომპოზიციების შექმნას;
- მაგიდების, სცენისა და ფოტოზონების დიზაინს;
- განათებისა და ვიზუალური დეტალების შერჩევას;
- ფერთა პალიტრისა და მასალების ჰარმონიულ შერწყმას;
- ღონისძიების სივრცის სრულ დეკორირებასა და მონტაჟს.
ჩვენთვის დეკორი მხოლოდ ლამაზი დეტალების ერთობლიობა არ არის. ეს არის ღონისძიების საერთო ხასიათი, ემოცია და ვიზუალური იდენტობა.
„ Laka Event Company „ ქმნის სივრცეს, სადაც თითოეული დეტალი ერთმანეთთან ჰარმონიაშია და საბოლოო შედეგი გამორჩეული, ელეგანტური და დასამახსოვრებელია.

